დინორეშა გინულა

პატარა ქალთევზა (ქანდაკება)

ვიკიპედიაშე

პატარა ქალთევზა (დანიური: Den lille Havfrue) ედვარდ ერიქსენის ბრინჯაოს ქანდაკებაა, რომელიც ქალთევზას ადამიანად გადაქცევას ასახავს. ქანდაკება დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ლანგელინის პრომენადზე, წყლის პირას მდებარე კლდეზეა გამოფენილი.

დანიელი ავტორის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის 1837 წლის ამავე სახელწოდების ზღაპრის მიხედვით შექმნილი პატარა და არაშთამბეჭდავი ქანდაკება კოპენჰაგენის სიმბოლოა და 1913 წელს მისი გახსნის დღიდან ტურისტების ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ის ვანდალებისა და პოლიტიკური აქტივისტების მიერ მისი დაზიანებების პოპულარულ სამიზნედ იქცა.